Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის საქმე - ლაივბლოგი (14/08/2025)

ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მას პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

11:23 14.8.2025

11.15 - ხალხის სიმრავლის გამო პატარა დარბაზი შედარებით დიდი დარბაზით შეიცვალა. ზვიად რატიანის პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.

11:24 14.8.2025

11.17 - საქმის მოსამართლე ლელა კალიჩენკოა. ადვოკატები - მარიამ პატარიძე და ქეთი ჩუთლაშვილი.

11:24 14.8.2025

11.19 - დღეს სასამართლო განიხილავს მხარეთა მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს, ასევე 23 ივნისს დაკავებული ზვიად რატიანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის - პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობას.

ადვოკატები გეგმავენ სასამართლოს მიმართონ დაკავებულის პატიმრობიდან გათავისუფლებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით.

11:25 14.8.2025

11.20 - სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ზვიად რატიანის დაპატიმრება აღკვეთის ღონისძიების სადამსჯელო ფორმით გამოყენების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია, ვინაიდან გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG