Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".
11 დემონსტრანტის სხდომაზე არსენ ხუნაშვილმა თქვა, რომ "ორგანიზატორებსა და ბრალდებულებს შორის პირდაპირი კავშირი დადასტურებული არაა".

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/08/2025)

⭕რას იტყვის საქმის მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 8 აქტივისტია ბრალდებული და მათგან სამს ორგანიზებას ედავებიან? ⭕დღესვე გავიგებთ, დაერთვება თუ არა "ფლეშკით" მოტანილი ხმიანი ვიდეო საქმეს, როგორც მტკიცებულება.

15:01 4.8.2025

კითხვაზე, რომელიმე დაზარალებულმა პოლიციელმა, თუ თქვა, რომ დაზიანებისას იმ ადგილას იდგა, სადაც ნიკოლოზ ჯავახიშვილი, მთავარი გამომძიებელი პასუხობს „პოლიციელები იდგნენ აქეთ, დაახლოებით მწვანე გალერეასთან, აქციის მონაწილეები მერიოტთან".

გამომძიებელი არ პასუხობს გარკვევით კითხვას, გამოკითხა თუ არა ერთი პოლიციელი მაინც, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად „ესროლეს და აცდათ".

კიდევ ეკითხება გუჯა ავსაჯანიშვილი დაუსახელოს პოლიციელი, რომელიც 28-ში ჰაერში გასროლილმა ფეიერვერკმა დააზიანა. კითხვა აცილებულია არგუმენტით, რომ უკვე გაცემულია პასუხი.

14:55 4.8.2025

„თარიღიდან, ადგილიდან მიზნიდან და მიმართულებიდან გამომდინარე, რასაც ისინი ახორციელებდნენ შესაძლოა იცნობდნენ ერთმანეთს", - ასეთია გამომძიებლის პასუხი იცნობდნენ თუ არა ბრალდებულები ერთმანეთს.

„არის ვარაუდი, რომ რადგან ვიდეოში არიან ერთად შესაძლოა ერთმანეთს იცნობდნენ", - კიდევ ერთხელ იმეორებს 11-პირიან პროცესზე ნათქვამს მთავარი გამომძიებელი, არსენ ხუნაშვილი.

14:53 4.8.2025

გუჯა ავსაჯანიშვილი აზუსტებს, თუ არსებობს ერთი დაზარალებული მაინც, რომელიც ამბობს, რომ ფეიერვერკი ზემოდან დაეცა. აპროტესტეს პროკურატურა ფეიერვერკს ჰაერში ისვრიანო.

შემდეგი კითხვაა - იტყვის თუ არა კატეგორიულად, რომ ნიკოლოზ ჯავახიშვილის ქმედებამ ვინმე დააზიანა. ისევ აცილება.

გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი ამბობს, რომ არ გაჩენია ეჭვი იყო თუ არა ვიდეო დამონტაჟებული და სწორედ ამიტომ არ დანიშნეს ექსპერტიზა მონტაჟის კვალის პოვნის მიზნით.

14:48 4.8.2025

ჯავახიშვილის ადვოკატმა არსენ ხუნაშვილს კომპიუტერში ჩაურთო ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულება და ეკითხება, პირველი ნასროლი არის თუ არა ჰაერში ნასროლი.

გამომძიებელი იგივეს იმეორებს - აქციის მონაწილეებს რომ არ მოხვდეს. მეორე ცდაზე ჯავახიშვილი აღარ ისვრის.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG