Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

⚖️ ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმში ბოლო სასამართლო სხდომები იმართება 🔸 “ქართული ოცნების” მიერ სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიღებული კანონით, ჟურნალისტებს სხდომაზე ფოტოსა და ვიდეოს გადაღება აღარ შეუძლიათ. ეს ლაივბლოგი დაგეხმარებათ, გაიგოთ, რა ხდება სხდომაზე

16:46 21.7.2025

16:29 - პროკურორი თორნიკე გოგეშვილი განმარტავს, რატომ არის მზია ამაღლობელის მხრიდან „სილის გაწვნა“ თავდასხმა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, თავდასხმად არ ფასდება ძალადობა, როცა პოლიციელი იყენებს ძალას და ამ დროს ხდება წინააღმდეგობის გაწევა და ძალადობა. ამის მაგალითად დაასახელა პოლიციელისთვის ბოთლის ჩარტყმის შემთხვევა.

2021 წლის 4 აპრილს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებულს პოლიციელისთვის დაზიანება არ მიუყენებია მისი ჯანმრთელობის ხელყოფის მიზნით.

პროკურორის თქმით, ყველა ძალადობა თავდასხმად ვერ შეფასდება.

„როდესაც პირს აკავებენ და ამ დროს გამოიყენებენ პროპორციულ წინააღმდეგობას - დაარტყამს რაიმეს, ამ დროს ეს ვერ შეფასდება თავდასხმად... ეს არ იყო თავდასხმითი, ეს იყო თავდაცვითი ქმედება“...

20:55 21.7.2025

17:22 - ბრალდების დასკვნით სიტყვას აგრძელებს პროკურორი შოთა ჩხაიძე. მან გაიხსენა აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ბესელიას მიერ 28 აპრილს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, რომელმაც თქვა „ისეთი ხმა იყო [სილის] დარტყმის, დაიშალა საერთოდ აქცია“.

ამ სიტყვების გამეორებამ სხდომათა დარბაზში დამსწრეები გააცინა. გაიცინა მზია ამაღლობელმაც.

20:55 21.7.2025

17:30 - მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მან პროკურორის დასკვნითი სიტყვის დროს თქვა, „იფიქრეთ თქვენს სასჯელზე“. ამ შეძახილის გამო მოსამართლემ მას ფეხზე წამოდგომა სთხოვა, უთხრა, რომ ითვალისწინებდა მის ასაკს და ამის გამო არ გააძევა გასულ სხდომაზეც, როცა რეპლიკა წარმოთქვა. ამის პასუხად ზვიად ქორიძემ თქვა, რომ ეს იყო ეიჯიზმი და ასაკს არ ჰქონდა მნიშნელობა.

„ამ პროკურორებთან ერთად თქვენც იფიქრეთ თქვენს სასჯელზე“, - თქვა გაძევების დროს ზვიად ქორიძემ.

„მადლობა, ზვიად“, - უპასუხა მზია ამაღლობელმა.

20:55 21.7.2025

17:33 - პროკურატურის დასკვნის სიტყვის მოსმენის შემდეგ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თქვა, რომ ითვალისწინებდა ადვოკატების შუამდგომლობას და დასკვნით სხდომას 28 ივლისის ნაცვლად 1 აგვისტოს გამართავდა. სხდომა კვლავ 13:00 საათზე დაიწყება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG