სროლის შედეგად ჩაიმსხვრა რესტორნის მინები. გავრცელებულ ვიდეოკადრში ჩანს იატაკზე პირქვე, უძრავად მწოლიარე კაცი, რომელსაც სისხლის კვალი ეტყობა.
ამ კვალის მიხედვით, სავარაუდოა, რომ კაცს ხუთი ტყვია მოხვდა. ის ადგილზე დაიღუპა.
რესტორნის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას სპეციალური, ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.
მოგვიანებით რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, განზრახ მკვლელობისა (108) და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (236) კვალიფიკაციით.
„შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები... სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ფორუმი