11:11 - “სამი კაცი შემოვიდეს”, - ამბობს მანდატური. დამსწრეები ეუბნებიან, რომ ერთ სკამზე რამდენიმეს შეუძლია დაჯდომა, მანდატურებთან კამათის შემდეგ ზოგიერთს თავისი გააქვს, ზოგს დამატებით ერთი კაცის დასმის უფლებას არ აძლევენ. “სკამების ოდენობით ითვლიან”, - წუხს საბა ჯიქიას დედა.
11:14 - სხდომა დაიწყო. საბა ჯიქია შემოდის, ხელში ბლოკნოტი უკავია. ესალმება დამსწრეებს. დარბაზში დაძაბული ფონია.
11:15 - სხდომათა დარბაზში 7 მანდატური დგას - შეიძლება ითქვას, ყველა კუთხეში. გარეთ სხვები მორიგეობენ.
11:15 - ჩემი შემადგენლობა არკვევდა, ვინ მოვიდოდა დღეს სხდომაზე პროკურატურიდან. ეს არის სასამართლოს შეურაცხყოფა. მისი მხრიდან ეს ყველაფერი რას ემსახურება და რას ნიშნავს არ ვიცი.
როინ ხინთიბიძე, რომელმაც თამარ იაკობიძე ჩაანაცვლა ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ როცა გაიგო, სხდომაზე გამოცხადდა.
“თამარ იაკობიძისგან ეს არის ყოვლად მიუღებელი საქციელი”, - ამბობს მოსამართლე.
ფორუმი