11:18 - სიტყვა წარმოთქვა საბა ჯიქიამ. ყველა სიტყვა არ გაირჩევა, აკლია წინადადებები და მონაკვეთები. ხელით ვიწერთ, რადგან ხმის ჩაწერა აკრძალული გვაქვს:
“უღრმესი მადლობა თანადგომისთვის, ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მოტივაციაა და იმის შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ…
… რთულია იმის ყურება, როგორ ცდილობენ იძალადონ ჩვენზე და ჩაახშონ თავისუფალი აზრი, მაგრამ მაინც ვხედავთ ბევრ თავისუფალ აზრს… (აღარ ისმის - რ.თ.)
… შინაგანი შიში მაინც მაწუხებს მე მეშინია დამარცხების რადგან არ მინდა მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გამკიცხონ. არ მინდა ჩემი და მომავალი თაობა დიქტაუტურაში და უსამართლობაში გაიზარდოს…
4-დან 7-წლამდე მიწევს ციხეში წასვლა და ახალგაზრდობის იქ გატარება, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას დადებითიც ჰქონდა, ახალი ოჯახი შევიძინე, ძალიან მაგარი ბიჭები გავიცანი, თავისუფლების ფასი გავიგე და შვილიშვილებისთვის ძალიან მაგარი მოსაყოლი მექნება, ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ. მზად ვარ, მხნედ ვარ და არ მსიამოვნებს, რომ თქვენს თვალზე ცრემლებს ვხედავ, გაიღიმეთ…
…მადლობა რომ მომეცით საშუალება სამშობლოსთვის დამემტკიცებინა სიყვარული და მებრძოლა იდეისთვის…
11:22 - მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სათათბიროდ გავიდა. ტირის დარბაზი, ტირის დედა, ტირიან მეგობრები. საბა ჯიქია იღიმის და სთხოვს, არ ინერვიულონ.
11:36 - დარბაზში დუმილია, დამსწრეები ადგილიდან არ იძვრიან და ხმას არ იღებენ. დრო და დრო ტირილის ხმა ისმის.
10:40 - თბილისის საქალაქო სასამართლოში, პირველ, ყველაზე დიდ დარბაზთან მისასვლელი გზა, შუაში ისევ გადაკეტილია. მორიგეობენ მანდატურები, მათ წინ კი ათობით მოქალაქე ელოდება საბა ჯიქიას საქმეზე ბოლო სხდომის დაწყებას. ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი უკვე სხდომათა დარბაზშია.
ფორუმი