10:47 - საქალაქო სასამართლოს დერეფანში ცხელა. სხდომის დაწყება იგვიანებს. პროცესი 10:30-ზე იყო დანიშნული.
10:48 - ცნობილია, რომ საბა ჯიქია დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
10:58 - საბა ჯიქიას საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე შვებულებაშია. ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრება. დღევანდელ სხდომაზე მის ნაცვლად როინ ხინთიბიძე მივიდა.
11:04 - დარბაზი შეიცვალა. ადვოკატი და პროკურორი მესამე დარბაზში გადმოიყვანეს. ეს ნიშნავს, რომ სხდომაზე ყველა ვეღარ შევა. ასევე ეს ნიშნავს, რომ მანდატურები დამსწრეებს თვლით შეიყვანენ. ეს საკითხი ხშირად გამხდარა სასამართლოს დერეფანში დაპირისპირების საფუძველი.
თუ პრობლემა არ მოგვარდება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სხდომის დიდ დარბაზში ჩატარების საკითხიც, რომელიც დღეს 12:00-ზეა ჩანიშნული და თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
ფორუმი