ადვოკატი ომარ ფურცელაძე ექსპერტს აჩვენებს ჯანო არჩაიას ფოტოს და ეკითხება: თქვენ ჩათვალეთ, რომ ეს ფოტო ვარგისი იყო ექსპერტიზისთვის?
მოწმე: „დღეში ვუშვებთ ათეულობით ექსპერტიზის დასკვნას, მე ვუშვებ იმ დასკვნებს, სადაც ვარ ჩართული... მე არ ვიცი, როგორ ჩაატარა ექსპერტმა ექსპერტიზა, რატომ აირჩია მაინც და მაინც ეს გამოსახულება, არ ვიცი".
ადვოკატი: ჩემი კითხვა გამომდინარეობდა თქვენი პასუხიდან, ექსპერტიზაში გამოყენებულ ფოტოებს ვნახულობო...რომ შევაჯამოთ, თქვენი ვიზირება ადგენს, რომ. კვლევა, რაც ჩაატარა ექსპერტმა, მისაღებია და აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
მოწმე: დიახ....
ექსპერტის თქმით, ვიდეოგრამა თუ არის ოთხწუთიანი ან ორწუთიანი და დადგენილებაში მითითებულია, ვინ არის გამომძიებლისთვის საინტერესო პიროვნება, ორწუთიან ვიდეოზე მარტივი მისაგნებია, მაგრამ თუ დიდი ვიდეოგრამაა და ბევრი ობიექტი ფიქსირდება, უნდა „მიუთითოს“ გამომძიებელმა, ვინ არის საინტერესო.
ადვოკატ ომარ ფურცელაძის კითხვა ექსპერტს: „გარდა თქვენი როგორც ვიზირების გამცემი პირისა, ვის უნდა გადაემოწმებინა ექსპერტის ნამუშევარი?“.
ამ კითხვას მოწმე პირდაპირ არ პასუხობს და ექპერტის სამუშაოს აღწერას იწყებს.
ადვოკატი ისევ: თქვენი ხელმოწერა ნიშნავს თუ არა ექსპერტის მიერ ჩატარებული სამუშაოების მართლზომიერების დადასტურებას?
„მე ამაზე ვერაფერს გეტყვით.... ცდილობს გააგრძელოს და აჩერებს ადვოკატი, მივიღე პასუხიო“.
„მეტაინფორმაცია შეცვლილი იქნება თუ არა, ეს ჰაბიტოსკოპიურ კვლევებს ხელს არ უშლის...ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერული ფოტო-ვიდეო ექსპერტიზაა საჭირო, რომ გაიგოს აღენიშნება, თუ არა ვიდეოს მონტაჟის ნიშნები და რედაქტირების“, - ამბობს ექსპერტი ადვოკატ, რევაზ აჭარაძის კითხვების პასუხად, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, თუ საკვლევია ვიდეო, რომელიც ორიგინალი არაა, ანუ მაგალითად ფეისბუქიდან ჩამოიწერეს, შესაძლებელია თუ არა გარკვევა, რამდენად დაიკარგა მეტაინფორმაცია „გზაში”.
ადვოკატი ცდილობს გაარკვიოს - ის, რაც ვიდეოში ჩანს და ისმის, ორიგინალია თუ მიზანმიმართულად დაზიანებული.
ექსპერტი იმეორებს, რომ ისინი არ იკვლევენ შინაარსს, ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზას კი, თუნდაც ვიდეო დამონტაჟებული იყოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს მონტაჟი არ აზიანებს გამოსახულებას, ხელს არ უშლის..
ფორუმი