ლაშა ცუცქირიძის კითხვები ნინო ბორაშვილს:
- თქვენ მუშაობთ შსს-ში, ხომ ასეა? თქვენი რეგალია, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ხართ თუ არა?
- დიახ
- შესაბამისად, ხართ პოლიციელი
- დიახ.
- კერძო პირს, ადვოკატს, თუ შეუძლია დანიშნოს თქვენთან ექსპერტიზა?
- არ შეუძლია
- ე.ი. თქვენ გამომძიებლის დასმულ კითხვებს პასუხობთ
- დიახ.
- ტანსაცმელზე იყო კითხვა დასმული. ჩემი სამოქალაქო ცოდნიდან გამომდინარე ტანსაცმლით ადამიანის იდენტიფიცირბა ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაში მეთოდოლოგია?
- არის, მაგრამ დავაზუსტებ, მხოლოდ ტანსაცმლით ადამიანის იდენტიფიკაცია არ ხდება.
- მე და თქვენ თუ ვიცნობთ ერთმანეთს ვიზუალურად?
- კი, რომელიღაც პროცესიდან მახსოვხართ
- და მინდა იცოდეთ, რომ თქვენ გაეცით დასკვნა ანზორ კვარაცხელიაზე, იდენტიფიცირებადია ტანსაცმლითო და სამხარაულმა თქვა, რომ შეუძლებელია იდენტიფიცირება.
ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. მოწმის სკამზე ზის ეკატერინე ყუფარაძე. ის ჯგუფური ძალადობის იდენტურ, მეორე საქმეზეც გამოიკითხა, გუშინ 3 ივლისს.
ექსპერტები, შეიძლება ითქვას, ერთსა და იმავეს იმეორებენ. იგივე თქვა წინა მოწმემაც, რომ ჯერ არკვევენ, არის თუ არა წარმოდგენილი ვიდეოები საკვლევად ვარგისი, ხომ არ არის ჩარევა საკვლევ გამოსახულებაში და შემდეგ ატარებენ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაც. მათ დაადგინეს, რომ ამ ვიდეოებში „არ იყო მონტაჟის კვალი“, თუმცა ეს ფრაზა უშუალოდ დასკვნაში არ წერია.
და-ძმა ქეთუნა და ირაკლი ქერაშვილები ერთმანეთს, დისტანციურად ჯეირანს ეთამაშებიან. მათ ლუკა ჯაბუაც შეუერთდა. მანდატური შენიშვნას აძლევს, თამაში წყდება...
ფორუმი