ექსპერტი ნინო ბორაშვილი იმეორებს იმას, რაც სხვა საქმეზე თქვა, რომ არ უწერია დასკვნაში, არის თუ არა მონტაჟის კვალი ვიდეოში.
მისივე თქმით, ვერ დაადგენენ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზით, რა უკავია ხელში საკვლევ პირს. ამას „ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზა სჭირდება“. ამ ტიპის ექსპერტიზა ჩატარებული არ ყოფილა.
ნინო ბორაშვილი ადასტურებს, რომ დანიშვნის შემთხვევაში, მათ შეეძლოთ ჩაეტარებინათ კვლევა, რომელიც იტყოდა, სავარაუდოდ რისი მსგავსია, ნივთი, რომელსაც ისვრიან დემონსტრანტები.
ექსპერტმა დაადასტურა, რომ მათ შეუძლიათ „სიჩქარეც იკვლიონ, მაგალითად, ავტომობილის სიჩქარის განსაზღვრა“. ამის შემდეგ ადვოატი, ირაკლი ჩომახაშვილი კითხულობს:
„სიჩქარის დაგდება თუ შეგიძლიათ, როგორც ექსპერტს, საგანს, რომ გავისვრით...."
პროკურორი არ ამთავრებინებს კითხვას და აცილებას ითხოვს, მიაჩნიათ, რომ საკვლევ თემას არ ეხება. მოსამართლე არ იცილებს და ადვოკატი ისევ სვამს კითხვას:
ადვოკატი: შეგიძლიათ, თუ არა ხელიდან გასროლილი საგნის სიჩქარის გაზომვა?
მოწმე: არა, არ შეგვიძლია.
ადვოკატი: მანქანის სიჩქარის თუ შეგიძლიათ...?
მოწმე: ეს პროგრამა გათვლილია ავტომობილზე, მოტოციკლზეც შეიძლება გამოყენება, გააჩნია, როგორ ფიქსირდება.
„ახლა რომ მე თქვენ გაჩვენოთ ვიდეო, როგორ ისვრის მუყაოს მაშხალას დემონსტრანტი, შეგიძლიათ მითხრათ ეს მასიურია, თუ მძიმე საგანი? “- სვამს კითხვას ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.
პროკურორები იცილებენ კითხვას. მოსამართლე არ ამბობს, რა გადაწყვიტა, მაგრამ ეს კითხვა აღარ ისმება. ადვოკატი სხვა რამით ინტერესდება.
კითხვებს სვამს ადვოკატი, რუსუდან აგურაშვილი. ის დაინტერესდა, ექსპერტს შეუძლია თუ არა დანამდვილებით თქვას, როცა კადრს უყურებს, არის თუ არა მაგალითად, დანამდვილებით ქვა.
არაო - პასუხობს ექსპერტი.
ფორუმი