Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/07/2025)

👨‍⚖️ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი აგრძელებს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვას. დღეს დაიკითხებიან პროკურატურის მოწმეები 💬 ამ პოსტის კომენტარებში ვწერთ განახლებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომიდან

12:15 4.7.2025

ადვოკატები დაინტერესდნენ, შეასრულა თუ არა პირობა ნინო გალუსტაშვილმა და გაარკვია, თუ არა იუსტიციის საბჭოში, რატომ არ ეძლევა მედიას პროცესის გაშუქების უფლება. მოსამართლემ თქვა, რომ მისთვის არაა ცნობილი, დართო თუ არა იუსტიციის საბჭომ რომელიმე მედიას გადაღების უფლება. ის ამბობს, რომ მოსამართლე არ წყვეტს ვის მისცეს გადაღების უფლება.

12:15 4.7.2025

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი აყენებს შუამდგომლობას და მოსამართლეს სთხოვს, განსაზღვროს უფლებამოსილი პირი. ეს ტერმინი გაჩნდა ახალ კანონში, რომელიც მედიისთვის სხდომების გაშუქებას არეგულირებს.

მოსამართლე: ჩემი მიღებულია ეს კანონი?

ადვოკატი: თქვენ ხომ უნდა განმარტოთ?

12:32 4.7.2025

ანდრო ჭიჭინაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარებს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას:

„თქვეს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ადგილებში მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, წვავდნენ პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებით და აზიანებდნენ მათ ჯანმრთელობას. ამ ცილისწამებას და დეზინფორმაციას ჩვენ არ გავატარებთ. კიდევ ერთხელ მესამედ თუ მეოთხედ დაფიქსირდა უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა.

პროკურორებმა ახლა რა პასუხიც გასცეს თორნიეს, მახსენდება ასეთი ფაქტი, ისტორიულ წარსულში უნდა დავბრუნდეთ 1944-1945 წელი იყო და ნაცისტურ გერმანიაში არსებობდა კანონი, სადაც არ შეიძლებოდა ფიურერის გაკრიტიკება, ქმარმა საწოლში ცოლს გაუზიარა კრიტიკული აზრი ფიურერზე, შემდეგ იჩხუბეს, დააბეზღა ცოლმა და ეს კაცი დაიჭირეს. პროკურატურა ამ კაცს ედავებოდა ფიურერის საჯარო კრიტიკას.

იმაზე მეტად პრივატული, რა შეიძლება იყოს ცოლი და ქმარი რომ საწოლში წვანან და საუბრობენ...

ამ კაცს პროკურორი ედავებოდა იმას, რომ ეს იდეა ამ კაცთთან შეიძლება მისულიყო იმ სივრციდან, სადაც მრავალი ადამიანი საუბრობდა კრიტიკულ აზრს და ამ კაცმა გაუზიარა ცოლს და შესაძლოა, ესს აზრი განვითარებულიიყო, იქ, სადაც ბევრი ადამიანი იქნებოდა და ეს ადამიანი უნდა დასჯილიყო სიკვდილით.

მემგონი ბევრი საერთო რამის დაჭერა შეიძლება, იმდენად აბსურდულია, ამ კაცს სიკვდილით დასკა მიუსაჯეს. გერმანიამ ომი წააგო და ვერ მოასწრეს ამ კაცის სიკვდილით დასჯა.

მე ვხედავ საერთო ნიუანსებს პროკურორების ნათქვამსა დ იმაში, რაც ვითარდებოდა ნაცისტურ გერმანიაში. არანაირი საფუძველი, რასაც ჩვენ გვაბრალებენ არ აქვთ".

12:49 4.7.2025

იკითხება მოწმე ექსპერტი, ნინო ბორაშვილი. ის უკვე დაიკითხა, იდენტურ 8-პირიან საქმეზე.

ნინო ბორაშვილმა ჩაატარა ვალერი თეთრაშვილის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და დაადასტურა, რომ ვიდეოზე გამოსახული პირი იყო სწორედ ეს.

ექსპერტმა რევაზ კიკნაძისა და რუსლან სივაკოვის სავარაუდო გამოსახულებაც ჩაატარა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და დასკვნაში დაწერა, რომ ვიდეოზე ნამდვილად ისინი არიან გამოსახულები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG