Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/07/2025)

👨‍⚖️ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი აგრძელებს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვას. დღეს დაიკითხებიან პროკურატურის მოწმეები 💬 ამ პოსტის კომენტარებში ვწერთ განახლებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომიდან

16:55

„კიდევ ერთხელ გაგვაჩუმებთ და თქვენს აცილებას მოვითხოვთ“, - ამბობს ადვოკატი ნათია კორკოტაძე, მას შემდეგ, რაც ის მოსამართლემ გააჩერა. მიზეზი გახდა, ნათია კორკოტაძის კითხვა, პოლიციელი რომ იგინება, არის თუ არა დანაშაული და რატომ არ ახდენს რეაგირებას მოსამართლე?

ნინო გალუსტაშვილის თქმით, სასამართლო არ არის ორგანო, რომელმაც რეაგირება უნდა მოახდინოს.

16:54

პროკურორები რთავენ კიდევ ერთ ვიდეოს, სადაც მიუთითებენ ერთ-ერთ აქციის მონაწილეზე. მათი თქმით , ის ანდრო ჭიჭინაძეა. ამ ვიდეოში ჩანს, რომ მას ხელში უჭირავს მოგრძო, სავარაუდოდ პლასმასის ნივთი და ისვრის.

ამას გარდა, ვიდეოში ჩანს სხვა ნივთები, რომლებსაც ისვრიან. ადვოკატი კითხულობს: „გაარკვიეთ ვინ ისროლა ის რაღაც ნივთი?... ამის გამო ხალხს თქვენ ყრით ციხეში და გამოკვლევა არ გინდათ, ვინ ისროლა ეს ნივთი, რაც ამავე ვიდეოში ჩანს?".

16:50

პროკურორები ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ:

„მე აქ უკანონო ვერაფერი დავინახე, ეს დაცვის მხარის მტკიცებულებაა, რომ ანდრო ჭიჭინაძე აქციაზე იმყოფებოდა“, - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.

„გამოხატავს თავისი ქცევებით უკმაყოფილებას პოლიციის მიმართ", - ამბობს პროკურორი.

„ჩართეთო ვნახოთო“, - მოუწოდებენ ადვოკატები. ასეც იქცევა პროკურორი. ვიდეოში პოლიციის გინება ისმის.

16:42

ადვოკატი, ნათია კორკოტაძე: „ამ ვიდეოდან ჩანს, რომ პოლიციელები აგინებენ მშვიდობიან მოქალაქეებს“.

პროკურორი: „ნივთები არ უსვრიათ პოლიციელებს..."

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG