Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/07/2025)

👨‍⚖️ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი აგრძელებს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვას. დღეს დაიკითხებიან პროკურატურის მოწმეები 💬 ამ პოსტის კომენტარებში ვწერთ განახლებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომიდან

16:25 4.7.2025

პროკურორი, ვაჟა თოდუა აპაუზებს ვიდეოს და ამბობს: „აი, უჭირავს“.

„ეგრე ბოთლი ჩვენც გვიჭირავს ხელში, რა ისროლა, რა ჩანს? იქნებ გვერდით დააგდო?", - ამბობს ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.

ვიდეოში არ ჩანს სროლის მომენტი. ასევე, არათუ აქ, არამედ არც ერთ ვიდეოზე არ ჩანს, მოხვდა თუ არა ვინმეს რაიმე ნასროლი ნივთი.

16:23 4.7.2025

შემდეგ ვიდეოზე პროკურატურის თქმით, რუსლან სივაკოვია ასახული.

„ის შემოდის კადრში და ხელში უჭირავს, რაღაც ნივთი, ამბობს პროკურორი“. რა ნივთი? - ამაზე კვლევა ჩატარებული არაა. ბრალდება ამტკიცებს, რომ ეს „მძიმე საგანია“.

შემდეგ გადის კადრიდან და რამდენიმე წუთში ისევ ჩნდება - სივაკოვი უკანა სვლით შედის კამერის კადრში და ხელებს იწმენს...

„გაისროლა“, - ამბობენ პროკურორები.

ადვოკატია ნათია კორკოტაძე ვიდეოების ყურადღებით გამოკვლევას ითხოვს, მიაჩნია, რომ ორჯერ ნახვა, როცა ვიდეო უმთავრესი მტკიცებულებაა საკმარისი არ არის.

„დავასტოპოთ და თქვას პროკურორმა, რა უჭირავს ხელში“, - ამბობს ნათია კორკოტაძე. მოსამართლე აჩუმებს. პროკურორი, ვაჟა თოდუა ისევ რთავს ვიდეოს.

16:18 4.7.2025

მეორე ვიდეო პოსტვ-ის პირდაპირი ეთერიდანაა. დრო: 01:19, ღამე.

ადვოკატ გოგიტა ბახტაძის თქმით, პროკურატურა უთითებს, რომ 00:40 წამდე ასახული პირი გიორგი ტერიშვილია, თავად არ ადასტურებენ.

„ის ერთი ხელით იღებს ნივთს და ისვრის.... პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ მყარი-მძიმე საგანია", - ამბობს ადვოკატი.

16:18 4.7.2025

იკვლევენ ვიდეოს, სადაც პროკურატურის თქმით, ვალერი თეთრაშვილია ასახული. ტელეკომპანია „იმედის“ კადრია, კონკრეტულად „იმედი LIVE-ის“ ეთერი. კაცს მწვანე საწვიმრით ხელში უკავია, სავარაუდოდ, ორი უკვე გამოყენებული ფოიერვერკი და ისვრის იმ მიმართულებით, სადაც სპეცრაზმია განლაგებული, სპეციალურად აღჭურვილი, დამცავი ფარებით.

ვიდეოში არ ჩანს, სად ეცემა სავარაუდოდ, მუყაოს გამოყენებული ფოიერვერკი. რუსთაველის გამზირი სველია, წყლის ჭავლის გამოყენების გამო.

ვიდეოს ორჯერ უყურებენ, დარბაზში სიცილია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG