ექსპერტების დაკითხვის შემდეგ, პროკურატურა ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს. დარბაზს ტექნიკურად ამზადებენ. ამ შემთხვევაში ვიდეოებს პროექტორის ეკრანის ნაცვლად, იქვე მარცხნივ მდგომ ტელევიზორში გაუშვებენ. ეს ნიშნავს, რომ კადრები გარჩევადი იქნება.
სხდომის ეს ეტაპი სიტყვებით ყველაზე რთული აღსაწერია, რადგან ის, რაზეც მხარეები საუბრობენ, სრულად ვიზუალურ მასალას ანუ ვიდეოებს ეყრდნობა.
დასრულდა გივი ჩიბირაშვილის დაკითხვა.
კითხვებს სვამენ ადვოკატები. განიხილება ისეთი დეტალები, როგორიცაა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების წესი, ე.წ. მუშა პროცესი. ადვოკატები კითხულობენ, რატომ არაა ასახული დასკვნის ტექსტში ის ნაბიჯები დეტალურად, რაც ექსპერტებმა კვლევისას გაიარეს. ექსპერტის პასუხია, რომ მათ დასკვნაში ასახებს იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც გამომძიებელმა დასვა.
ექსპერტმა, გივი ჩიბირაშვილმა გიორგი ტერიშვილის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა და დაადგინა, რომ ვიდეოზე გამოსახული „საკვლევი პირი იყო გიორგი ტერიშვილი, ის, ვისითაც გამოძიება დაინტერესებული იყო". ამავე ექსპერტმა ჩაატარა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ანდრო ჭიჭინაძეზე და დაადგინა იგივე, რაც ტერიშვილის შემთხვევაში.
ადვოკატებს ასწრებენ პროკურორები, უკვე მეორედ და თავად ეკითხებიან მოწმეს: როგორ დაადგინეს, რომ ვიდეო საკვლევად ვარგისი იყო. ეს ნიშნავს, რომ პროკურორები მოწმისგან ელიან პასუხს ვიდეოზე მონტაჟის კვალის შესახებ.
მოწმე ამბობს, რომ საკვლევ კადრზე მონტაჟის კვალი ვერ აღმოაჩინეს.
ფორუმი