Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/07/2025)

👨‍⚖️ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი აგრძელებს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვას. დღეს დაიკითხებიან პროკურატურის მოწმეები 💬 ამ პოსტის კომენტარებში ვწერთ განახლებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომიდან

15:41 4.7.2025

ეკატერინე ყუფარაძის დაკითხვა დასრულდა. გამოიძახეს მესამე და ბოლო მოწმე დღეისთვის, გივი ჩიბირაშვილი.

15:40 4.7.2025

გრძელდება დაკითხვა:

ადვოკატი: მონტაჟის კვალზე აღწერა არ გაქვთ დასკვნაში, თქვენთვის დაადგინეთ?

მოწმე ყუფარაძე: გამოსახულებას რომ მონტაჟი ჰქონოდა, აისახებოდა დასკვნაში და კვლევაც არ გაგრძელდებოდა.

15:35 4.7.2025

ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე: წოდებით რა ბრძანდებით

მოწმე, ეკატერინე ყუფარაძე: ლეიტენანტი, 4 წლამდე შტატით

ადვოკატი: მე თუ შემიძლია რამე დაგიკვეთოთ?

მოწმე: არა, მე ვმუშაობს შსს-ს დაქვემდებარებულ დეპარტამენტში

ადვოკატი: არ მაქვს კითხვა.

15:35 4.7.2025

ექსპერტი, ეკატერინე ყუფარაძე ამბობს, რომ ჯერ სწავლობენ ვიდეოს სრულად, შემდეგ საილუსტრაციოდ აკეთებენ სქრინს რომელიმე კადრიდან და ადარებენ შსს-ს მონაცემთა ბაზას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG