ექსპერტი, ეკატერინე ყუფარაძე შსს-ს საექსპერტო-და კრიმინალური ექსპერტიზის სამსახურის წარმომადგენელია. მან ჩაატარა ბრალდებულების: ონისე ცხადაძისა და ლუკა ჯაბუას ჰაბიტოსკოპიური კვლევა:
ონისე ცხადაძის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე უსვამს კითხვებს ექსპერტს, ეკატერინე ყუფარაძეს. მის კითხვებზე გაცემული პასუხებიდან დასტურდება, რომ საკვლევ ვიდეოებს არ ჰქონდა თარიღი, ანუ ექსპერტისთვის უცნობი იყო, როდისაა გადაღებული.
ადვოკატი მიდის მოწმისთვის გამოყოფილ ადგილას, აჩვენებს დასკვნას და კითხულობს: ტანსაცმლით ადამიანის იდენტიფიცირება ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაში მეთოდოლოგიაა?
მოწმე: დიახ.
ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე უსვამს კითხვებს ექსპერტს, ეკატერინე ყუფარაძეს. მის კითხვებზე გაცემული პასუხებიდან დასტურდება, რომ საკვლევ ვიდეოებს არ ჰქონდა თარიღი, ანუ ექსპერტისთვის უცნობი იყო, როდისაა გადაღებული.
ადვოკატი მიდის მოწმისთვის გამოყოფილ ადგილას, აჩვენებს დასკვნას და კითხულობს: ტანსაცმლით ადამიანის იდენტიფიცირება ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაში მეთოდოლოგიაა?
მოწმე: დიახ.
[ადვოკატს აინტერესებს, ის სქრინები, რომელიც საქმის მასალებს ახლავს, კონკრეტულად რომელი საკვლევი ვიდეოებიდანაა აღებული. ჯერჯერობით რთული გასაგებია, რის გარკვევას ისახავს მიზნად ადვოკატი, ველოდებით შემდგომ კითხვებს]
და-ძმა ქეთუნა და ირაკლი ქერაშვილები ერთმანეთს, დისტანციურად ჯეირანს ეთამაშებიან. მათ ლუკა ჯაბუაც შეუერთდა. მანდატური შენიშვნას აძლევს, თამაში წყდება...
ექსპერტები, შეიძლება ითქვას, ერთსა და იმავეს იმეორებენ. იგივე თქვა წინა მოწმემაც, რომ ჯერ არკვევენ, არის თუ არა წარმოდგენილი ვიდეოები საკვლევად ვარგისი, ხომ არ არის ჩარევა საკვლევ გამოსახულებაში და შემდეგ ატარებენ ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაც. მათ დაადგინეს, რომ ამ ვიდეოებში „არ იყო მონტაჟის კვალი“, თუმცა ეს ფრაზა უშუალოდ დასკვნაში არ წერია.
ნახევარსაათიანი შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. მოწმის სკამზე ზის ეკატერინე ყუფარაძე. ის ჯგუფური ძალადობის იდენტურ, მეორე საქმეზეც გამოიკითხა, გუშინ 3 ივლისს.
ფორუმი