Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (04/07/2025)

👨‍⚖️ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი აგრძელებს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვას. დღეს დაიკითხებიან პროკურატურის მოწმეები 💬 ამ პოსტის კომენტარებში ვწერთ განახლებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომიდან

11:39 4.7.2025

იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ მიკროფონი მოიმზადა. სავარაუდოდ, მას განცხადების გაკეთება სურს. მიკროფონი აქვს ხელში ჩაბღუჯული, გამყოფ ბარიერს ეყრდნობა და იცდის.


11:37 4.7.2025

ბრალდებულები სხდომათა დარბაზში არიან, მათ შორისაა ონისე ცხადაძეც, რომელსაც მამა გარდაეცვალა. ის ადვოკატებისგან და მხარდამჭერებისგან სამძიმარს იღებს.

11:36 4.7.2025

„გთხოვთ, ადგეთ“, - ამბობს მანდატური, შემოდის მოსამართლე. ბრალდებულების ოჯახის წევრები ფეხზე არ დგებიან. ამას ამჩნევს ნინო გალუსტაშვილიც.

11:28 4.7.2025

სხდომათა დარბაზში ვართ. უკვე მოვიდა ადვოკატების ნაწილი. პროკურორები ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა დარბაზში დაგვხვდნენ.

მათი თქმით, დღეს სამი მოწმე ეყოლებათ - სამივე ექსპერტი. მათ ჩაატარეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა - ეს არის კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ერთ-ერთი სახე, რომელიც გამოიყენება ვიდეოჩანაწერებში ან ფოტოებზე გამოსახული ადამიანის იდენტიფიცირებისთვის, ანუ პირის ამოსაცნობად მისი გარეგნული ნიშნების მიხედვით.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG