Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერი აფეთქება მოხდა უკრაინაში, ჟიტომირთან. არიან დაღუპულები და დაჭრილები


ჟიტომირზე რუსეთის ავიაციის თავდასხმის შემდეგ. 1922 წელი (არქივის ფოტო)
ჟიტომირზე რუსეთის ავიაციის თავდასხმის შემდეგ. 1922 წელი (არქივის ფოტო)

უკრაინის ქალაქ ჟიტომირთან ახლოს მომხდარი აფეთქებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა, იტყობინება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუნეჩკომ.

ჟიტომირის პოლიციის ცნობით, აფეთქება დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა სოფელ ბერეზინასთან.

ჟიტომირის საქალაქო საბჭომ განაცხადა, რომ აფეთქება მოხდა ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც წრიული გზასთან მდებარეობს.

ადგილზე მუშაობენ მაშველები, საგამოძიებო ჯგუფები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მედიკოსები.

პოლიციამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევ-ჩოპის გზატკეცილის 126-ე კმ-ზე არსებული საგანგებო სიტუაციის გამო, მოძრაობა ორივე მიმართულებით გადაკეტილი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG