Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მონაცემებით, 6 თვეში უკრაინაში დაიღუპა თითქმის 1000 სამოქალაქო პირი


უკრაინელ მაშველებს ოდესის ერთ-ერთი სახლიდან გამოაქვთ რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულის ცხედარი. 2025 წლის 1 მაისი
უკრაინელ მაშველებს ოდესის ერთ-ერთი სახლიდან გამოაქვთ რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულის ცხედარი. 2025 წლის 1 მაისი

უკრაინაში გაზრდილია ომით გამოწვეული მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში. ამას ადასტურებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მორიგი ანგარიში, რომელიც მოიცავს პერიოდს 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 31 მაისის ჩათვლით.

ამ ექვს თვეში უკრაინაში დაიღუპა, სულ მცირე, 968 სამოქალაქო პირი და 4807 დაიჭრა, რაც 37%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ 30 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის 3108 კაცი, 2363 ქალი, 167 ბიჭი და 137 გოგოა.

სამოქალაქო მოსახლეობაში დოკუმენტურად დადასტურებული ამ მსხვერპლის 95% მოდის უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე და 5% რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს საავადმყოფოებზე, სულ მცირე, 5 პირდაპირი დარტყმა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2024 წლის 24 თებერვლიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით უკრაინაში დაიღუპა 13 341 და დაიჭრა 32 744 სამოქალაქო პირი.

კომისრის ოფისს თავის ანგარიშებში შეაქვს მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები. რეალურად მსხვერპლი მეტია.




ფორუმი

XS
SM
MD
LG