შოთა თუთბერიძე, ადვოკატი: „ეს ვიდეო არ არის უწყვეტი კადრი, ბევრი კადრია ერთად. როცა ბატონმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ხედავს გორგაძეს ან მიმინოშვილს, ის რაც პროკურორმა გამოკვეთა ექსპერტს იდენტიფიკაცია არ აქვს ჩატარებული“.
იკვლევენ კიდევ ერთ ვიდეოს, პროკურორი ამბობს: „ვხედავთ გორგაძეს, ისვრის სხვადასხვა ნივთებს. კეპკა ახურავს, წინა კადრშიც ეხურა“.
სულ გამოიკვლიეს 6 ვიდეო. მტიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება შემდეგ სხდომაზეც.
ერთ-ერთ ვიდეოში პროკურორი უთითებს ნიკოლოზ ჯავახიშვილზე და ამბობს, რომ ის ფოიერვერკს ისვრის. ადვოკატის თქმით, ვიდეოში ჩანს გასროლის ტრაექტორია - ზევით. მეორე კადრში კი პიროტექნიკა საერთოდ არ ისვრის. გუჯა ავსაჯანიშვილი აჩვენებს კიდევ ერთ კადრს საჩვენებლად, რომ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დიდი დისტანციაა.
„ამიტომაც უკავია ფოიერვერკი, რომ დიდი დისტანციააო“, - ამბობს პროკურორი ვაჟა თოდუა.
ფორუმი