დარბაზში დამონტაჟებულია პროექტორის ეკრანი, კომპიუტერი მოსამართლის მაგიდის გასწვრივ შემაღლებაზე დევს. კომპიუტერის ადმინის სახელია „Exam, Exam“. ეკრანი კარგად არ ჩანს. დარბაზში სინათლე ჩააქრეს.
ვაჟა თოდუა, პროკურორი: „ჩვენ ახლა ვნახეთ ვიდეოკადრებში ინსაფ ალიევი, რომელიც რაღაც ნივთებს ისვრის“.
ის ეკითხება ექსპერტს, რაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ვიდეო დამონტაჟებული არ იყო.
„როცა ეს პიროვნება მოქმედებებს ახორციელებს, ამ მოქმედებების დროს არ არის მონტაჟის ნიშნები, ამ ვიდეოში არის შეერთებული რამდენიმე უწყვეტი კადრი“.
ექსპერტს კითხვებს უსვამს ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი. მან გაარკვია, რომ მოწმე, ნინო ბორაშვილი ექსპერტიზის ბიუროში ოთხი წელია მუშაობს. მისი დეპარტამენტი შსს-ს ექვემდებარება. სხვა საექსპერტო დაწესებულებაში არ უმუშავია.
ადვოკატი აგრძელებს მოწმის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე კითხვების დასმას.
ადვოკატი: თქვენ როგორც ექსპერტმა, იცით თუ არა, რომ 52-ე მუხლით მეორე ნაწილით ვალდებული ხართ ყველა თქვენი მოქმედება ასახოთ ექსპერტიზის დასკვნაში.
მოწმე: დიახ
ადვოკატი: თქვენ, როგორც ყოვლადგანათლებული ექსპერტი, ყველაფერს ასახავთ დასკვნაში, ხომ ასეა?
მოწმე: დიახ
ადვოკატი: თქვენ თქვით, რომ კადრებთან არის გადაბმაო...
მოწმე: რამდენიმე უწყვეტი კადრია გადაბმული.
ადვოკატი: თქვენ ეს ივარაუდეთ, თუ ამაზე კვლევა ჩაატარეთ?
[კითხვა პროკურორმა აიცილა. მოსამართლემ აცილება არ დააკმაყოფილა. ]
მოწმე: როგორც უკვე გითხარით ექსპერტიზა ტარდება დადგენილებაში მითითებული კითხვების ირგვლივ, აუცილებელია როცა კვლევას ვატარებთ შევისწავლოთ იერსახის გამოსახულება
ადვოკატი: იერსახეზე არ გეუბნებით
მოწმე: მე აღვნიშნე, რომ ვიყენებთ პროგრამას[არ ისმის ზუსტი სახელი]... მონტაჟის კუთხით საფუძვლიანი კვლევა არ ჩამიტარებია, რადგან კითხვა არ იყო დასმული. თუმცა იერსახის გამოსახულებას, რა დროსაც პირი მოქმედებებს ახორციელებს, მონტაჟის კვალი არ აქვს.
ადვოკატი: ადასტურებთ, რომ ექსპერტიზის და მონტაჟის კვლევაც ერთი პროგრამით ჩაატარეთ, მაგრამ ადასტურებთ, რომ მონტაჟის კვლევა საფუძვლიანი არ არის.
მოწმე: რედაქტირების ბევრნაირი სახეა, კვლევა ტარდება დადგენილებაში მითითებული კითხვების ირგვლივ, როცა კითხვაა დასმული ვიდეოგრამის მონტაჟზე კვლევა კეთდება მთელ ვიდეოზე, ამ შემთხვევაში მე გამოვიკვლიე იერსახის გამოსახულება და ის მომენტები, სადაც ფიქსირდებოდა გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნება...
ადვოკატი: ანუ თქვენ უარყოფთ, რომ ვიდეოში გადაბმებიაო არ გიხსენებიათო?
მოწმე: არ უარვყოფ, მე ვთქვი, რომ უწყვეტი კადრები გადაბმულია
ადვოკატი: გადაბმა მონტაჟია?
მოწმე: მთლიან ვიდეოგრამას როცა ვიკვლევ, აღვნიშნე, რომ სხვანაირი კვლევა უნდა ჩავატარო. ეს ვიდეოგრამა არის რამდენიმე უწყვეტი კადრის გაერთიანება
ადვოკატი: გადაბმა ხომ დაადგინეთ, მაინტერესებს ერთ უწყვეტ ვიდეოში, როცა არის სხვადასხვა კადრების გადაბმა, არის თუ არა ეს მონტაჟი
[პროკურორები ითხოვენ აცილებას]
მოწმე: არსებობს მონტაჟის ბევრნაირი სახეობა, თუ ისარი აქვს დამატებული, ვიტყვი, რომ დარედაქტირებულია. ეს ვიდეოგრამა ჩემი საკვლევი რომ ყოფილიყო მონტაჟის კუთხით, ვიტყოდი, რომ ამ ნაწილში არის დარედაქტირებული და რამდენიმე დარედაქტირებულია
ადვოკატი: ანუ არის მონტაჟის კვალი
მოწმე ექსპერტი ნინო ბორაშვილი ამბობს, რომ გამოსახულების კვლევისას ჯერ კეთდება ამ გამოსახულების მონტაჟის კვლევა, მაგრამ ამ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ არ დაწერა დასკვნაში.
ადვოკატი: არის თუ არა რაიმე მექანიზმი გასაგებად, რომ კვლევა ნამდვილად ჩაატარეთ?
მოწმე: ვალდებული არ ვიყავი დამეწერა.
ფორუმი