Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დემონსტრანტის საქმეს განიხილავენ - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (02/07/2025)

რა ხდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 📝საქალაქო სასამართლოდან სიახლეებს ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი გვაცნობს

14:39 2.7.2025

ახლა სხდომაზე ჩართავენ ვიდეოს, რომელიც ექსპერტმა გამოიკვლია და დაადგინა, რომ კადრზე გამოსახული პიროვნება, ინსაფ ალიევია.

14:26 2.7.2025

გამოიძახეს მოწმე, ექსპერტი, ნინო ბორაშვილი.

„რა გიდევთ მანდო[მაგიდაზე - რ.თ]“, - იკითხა მოსამართლემ.

ექსპერტს დასკვნის ფურცლები უკავია ხელში.

მოწმე სასამართლოს აცნობს ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც თავად ჩაატარა. დოკუმენტში წერია, რომ საკვლევად წარდგენილ ვიდეოში გამოსახული პირი ინსაფ ალიევია.

14:18 2.7.2025

პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი: სასამართლო სხდომა არის საჯარო, დარბაზი არის სავსე, წარმოდგენილი არიან ჟურნალისტებიც. ისე აჟღერებენ, ვინმემ რომ მოუსმინოს წარმოჩინდება ისე, რომ სხდომა დახურულია.

[მედიისთვის ვგულისხმობთო, დაუკონკრეტეს ადვოკატებმა]

„ჩვენი ყველა სიტყვა იწერებაო", - დაამატა პროკურორმა.

14:18 2.7.2025

მოსამართლე: „შუამდგომლობა უნდა აკმაყოფილებდეს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საფუძვლებს, ამას მიემართებოდა ჩემი კითხვები, რომელიც მუხლის საფუძველზე იყო შუამდგომლობა დაყენებული,

მეათე მუხლის თანახმად, სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ტარდება საჯაროდ და ზეპირად. სხდომის დახურვა დასაშვებია მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, სასამართლოს შენობაში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით",

[მოსამართლე კითხულობს საერთო სასამართლოების მეცამეტე მუხლის შინაარსს]

„სხდომის საჯაროობას რაც შეეხება დაცულია სასამართლოს მიერ, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სხდომა ვატარებთ საჯაროდ და ღიად, გარდა იმისა, რაც სავალდებულოა დახურვასთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბრალდებულების ისე პროცესის მონაწილების მხრიდან იყო შენიშვნები... სასამართლო პროცესი მე არ დამიხურავს.

აღნიშნული სხდომა, როგორც დღეს ისე შემდეგში, თუ ამის საშუალება მომეცემა, გაგრძელდება ასე. ყველა სხდომა აღვნიშნავ საოქმოდ, არის საჯარო და ღია, მიუხედავად იმისა, რომ დარბაზებიც კი არ ყოფილა. მე ჩემს კოლეგებთან არაერთთან მიწევს თხოვნა, რომ დარბაზი შევცვალო და ყველა პირი დაესწროს ამ სხდომას, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაა, როცა სხდომის დახურვაზე საუბრობთ.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ არიან ამ შუამდგომლობის დამყენებელი სუბიექტები დაცვის მხარე... ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვის აქვს მიმართული. ჩემთვის არ არის ცნობილი მათგან პასუხი. მე არ ვარ ადრესატი, რომელიც აღნიშნულზე მიიღებს გადაწყვეტილებას...შესაბამისად შუამდგომლობა არის სრულიად დაუსაბუთებელი".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG