Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში ეძებენ გაქცეულ პატიმარს


საილუსტრაციო ფოტო: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა
საილუსტრაციო ფოტო: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები 1990 წელს დაბადებული სერგეი კიმის ადგილსამყოფლის დასადგენად და დასაკავებლად. მას საპატიმროდან გაქცევის შემდეგ ეძებენ.

დე ფაქტო უწყების ცნობით, 19 ივნისს, გაგრის რაიონის დროებითი დაკავების იზოლატორიდან სოფელ დრანდაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას, სამი პატიმარი გაიქცა:

  • ბარციცი დმიტრი - ბრალდებული სხვისი ქონების ქურდობის მცდელობაში;
  • აკოპიანი ალექსანდრ - ბრალდებული სხვისი ქონების ქურდობის მცდელობაში;
  • კიმი სერგეი - ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით რეალიზაციის საქმეში.

ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის", რობერტ კიუტის ბრძანებით, ოპერატიული დანაყოფების პერსონალი საბრძოლო მზადყოფნაში გადაიყვანეს.

„გატარებული ზომების შედეგად, იმავე დღეს დააკავეს მიმალვაში მყოფი ორი პირი - ბარციცი და აკოპიანი. კიმი კვლავ თავისუფალია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს მოქალაქეებს მოუწოდებს თანამშრომლობისკენ.

ე.წ. შსს-მ პატიმრების გაქცევის შესახებ ცნობა მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინფორმაცია Аиашара-ს ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა.

გამოცემამ გუშინ კომენტარისთვის დე ფაქტო "გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს" მიმართა.

გარდა ამისა, ერთ-ერთმა ანონიმურმა არხმა „შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, ერთ-ერთი გაქცეულის ძებნა გამოაცხადა და მოუწოდა ყველას, ვისაც ის დაუნახავს ან იცის მისი ადგილსამყოფელი, გამოცხადდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მორიგე დანაყოფში“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG