საქმე ეხება მათ მიერ ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის 2025 წლის 6 ივნისს წარმოდგენილი განცხადება/საჩივრის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება“, - აცხადებენ შსს-ში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 12 ივნისს გაიმართება სასამართლო სხდომები, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წინააღმდეგ:
- ნანუკა ჟორჟოლიანი - ჟურნალისტი;
- ვახო სანაია - ჟურნალისტი;
- ვიკა ბუკია - ჟურნალისტი;
- დეა მამისეიშვილი - ჟურნალისტი;
- ეკა მიშველაძე - ჟურნალისტი;
- მიშა მშვილდაძე - ჟურნალისტი;
- თამარ ჩერგოლეიშვილი - პოლიტიკოსი;
- ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი;
- ელენე ხოშტარია - პოლიტიკოსი;
- ალეკო ელისაშვილი - პოლიტიკოსი;
- ანა სუბელიანი - აქტივისტი;
- ბაია პატარაია - აქტივისტი;
- დავით ქაცარავა - აქტივისტი;
- გიორგი ქადაგიძე - აქტივისტი;
- ქეთი მოლაშვილი - აქტივისტი;
- ირაკლი გვალია - აქტივისტი;
- მარიამ გეგუჩაძე -აქტივისტი;
- გიგა მაქარაშვილი - აქტივისტი;
- გიორგი ტუმასიანი - აქტივისტი.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს თქვა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“. მაშინ მან არ დააკონკრეტა სახელები და გვარები.
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ეს კანონი უკვე გამოიყენა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიას თანაგუნდელმა მარიამ ლაშხმა. 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს...“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ ქალს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
ამ კანონზე დაყრდნობით შსს-ს მიმართეს დავით მათიკაშვილმა და ირაკლი ზარქუამაც.
ფორუმი