Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძის პარტია ტოვებს „ძლიერი საქართველოს“ კოალიციას


კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი ლიდერები მამუკა ხაზარაძე („ლელო“), ანა დოლიძე („ხალხისთვის“) და ლევან ცუცქირიძე („თავისუფლების მოედანი“). ფოტო არქივიდან. 17 ივლისი, 2024 წელი
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ყოფილი ლიდერები მამუკა ხაზარაძე („ლელო“), ანა დოლიძე („ხალხისთვის“) და ლევან ცუცქირიძე („თავისუფლების მოედანი“). ფოტო არქივიდან. 17 ივლისი, 2024 წელი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე და მისი პარტია „ხალხისთვის“ ტოვებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნილ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ანა დოლიძემ.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ არ მიგვეცა საშუალება ბიძინა ივანიშვილისთვის მოეპარა თქვენი ხმები და დაეზიანებინა საქართველოს ევროპული კურსი. ამ მიზნით გვერდით გადავდეთ ჩვენი ამბიციები და ჩვენი მიზნები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო საქართველოს ინტერესები და სიყვარული...

ახლა დრო არის, რომ პარტია ,,ხალხისთვის” დაუბრუნდეს საკუთარ მიზნებს და ამოცანებს“, - აცხადებს ანა დოლიძე.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2024 წლის ივლისში, ცნობილი გახდა, რომ პარტიები „ლელო“, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებდნენ მონაწილეობას. ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება, რომლებმაც ცესკოს მონაცემებით, ამ არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და უარს ამბობს საპარლამენტო საქმიანობაზე.

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა მოძრაობა „თავისუფლების მოედანმაც“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG