ამ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობა რუსთაველზე ორი დამოუკიდებელი ღონისძიებით აღინიშნა.
ერთი იყო საზოგადოების ორგანიზებული სახალხო დღესასწაული, მეორე კი ხელისუფლების ორგანიზებული აღლუმი. 2025 წლის 26 მაისს თან სდევდა შეგრძნება საზოგადოების ნაწილში, რომ საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არასოდეს ყოფილა ისე ახლოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვასთან, როგორც ახლა.
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირად და საზოგადო გამოცდილებაზე, ღირებულებათა ომზე და კრიზისების ლიტერატურაზე სწორედ ივა ფეზუაშვილთან ერთად ვილაპარაკებთ. ის ერთ-ერთია იმ სამ ქართველ ავტორს შორის, რომლებიც ევროკავშირის ლიტერატურის პრიზზე იყვნენ წარდგენილები - ივამ ეს პრიზი 2022 წელს აიღო რომანისთვის "ბუნკერი."
ფორუმი