Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეპორტიორები ძალადობის პირისპირ - ნოდარ მელაძე


ნოდარ მელაძე პოდკასტში 2150
please wait

No media source currently available

0:00 1:58:54 0:00
გადმოწერა

12 მაისს „ტვ პირველის“ კიდევ ერთ ჟურნალისტს, მარიამ მაკასარაშვილს გადაღებისას თავს დაესხნენ, კამერა და ტელეფონი წაართვეს და სცემეს - ექიმებმა დღის ბოლოს მას ტვინის შერყევა დაუდგინეს.

მარიამი თავდასხმისას სიუჟეტს ამზადებდა ძალოვნებში მიმდინარე შიდა დაპირისპირებაზე, რომლის გამოც დატოვა პოსტი სავარაუდოდ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილმა.

მარიამზე თავდასხმა არ არის ცალკეული შემთხვევა - ის იმ ძალადობის ჯაჭვის გაგრძელებაა, რომელსაც რეპორტიორები განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად აწყდებიან ხელისუფლების წარმომადგენლების თუ "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ძალების მხრიდან.

გამოცხადებული ძალადობის ქრონიკაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს პოლიციის უმოქმედობა - სამართალდამცველები არ მიდიან, ან დაგვიანებით მიდიან შემთხვევის ადგილას, ხელს არ უშლიან მოძალადეებს ჟურნალისტებზე თავდასხმაში და უკვე პოსტ ფაქტუმ, გამოძიებებიც შედეგის გარეშე, მხოლოდ ფორმალურად მიმდინარეობს უსასრულოდ.

ჟურნალისტებზე ნადირობის, კრიტიკული მედიის გამოწვევებისა და უკონტროლო ძალადობის ფაქტებზე ვილაპარაკებთ „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელთან ნოდარ მელაძესთან ერთად.

„ტვ პირველი“ „მთავარი არხის“ დახურვისა და „ფორმულას“ მხრიდან სატელევიზიო ეთერის შეკუმშვის ფონზე ფაქტობრივად სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარი საპირწონე ალტერნატივაა ტელემედიაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG