Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში „ერთობის მარში“ იმართება 


მარშის მონაწილეები ისნის მეტროდან შს სამინისტროს შენობისკენ დაიძრნენ.
მარშის მონაწილეები ისნის მეტროდან შს სამინისტროს შენობისკენ დაიძრნენ.

„გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ შინაარსის ბანერით აქციის მონაწილეები ისნის მეტროდან შს სამინისტროს [შუშებიანი] შენობისკენ დაიძრნენ.

“ვაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ! არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ნებას და უნდა წავიდეს!” - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, არჩეული მარშრუტი და შს სამინისტროს შენობასთან მისვლა სიმბოლურია, რადგან „რეჟიმი პოლიციურ სისტემაზე დგას“ და პოლიციელებს ახლა „ცრუ მოწმეებად, მოძალადეებად და რეპრესიული რეჟიმის იარაღებად” იყენებენ.

ბოლო კვირებში, პროტესტის მონაწილეთა სასამართლო პროცესებზე მუდმივად ხმაურს იწვევს პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები. ადვოკატები და თავად დაკავებულებიც ხშირად განმარტავენ, რომ პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები სიმართლეს არ შეესაბამება და რეალური სურათის გამრუდებას ისახავს მიზნად.

„ყველგან მილიცია, არსად სამართალი“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ - მარშის მსვლელობისას ისმოდა უწყვეტი საპროტესტო აქციებისთვის სიმბოლოდ ქცეული შეძახილები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG