Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ის ექსკლუზივი: აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეიმუშავეს


Reuters-ი ამ ინფორმაციას აქვეყნებს სამ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ამ საკითხთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.
Reuters-ი ამ ინფორმაციას აქვეყნებს სამ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ამ საკითხთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციების შემუშავება დასრულდა. ეს სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციაა.

არსებული ინფორმაციით, სანქციები შეეხება საბანკო და ენერგეტიკულ სფეროებს, მათ შორის სამიზნეების ჩამონათვალშია რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“ და სხვა კომპანიები, რომლებიც ჩართული არიან ბუნებრივი რესურსების მართვაში.

Reuters-ი ამ ინფორმაციას აქვეყნებს სამ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და ამ საკითხთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს. ომს ემსხვერპლა ასიათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG