არქეოლოგი ნინო ჯაყელი 24 მაისს, 20 კოლეგასთან ერთად გაათავისუფლეს ეროვნული მუზეუმიდან, სადაც ქვის ხანის ფონდის კურატორი იყო. ის თვლის, რომ რაც მუზეუმში ხდება, წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტის მიზანმიმართული განადგურებაა. ნინოს გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკა ახალბედაშვილი - მას ნინომ 17 თებერვალს, საჯაროდ, მედიის თანდასწრებით უთხრა, რომ კულტურის სამინისტრო მუზეუმის მხარდაჭერის ნაცვლად დაპირსპირების კერებს აღვივებდა ამ სისტემაში. ნინო ამბობს, რომ გასაუბრებისას ნიკა ახალბედაშვილს ეს შეხვედრა არ უხსენებია, თუმცა დაუდასტურა პატივისცემა. გათავისუფლების შემდეგ ნინოსთვის არავის უთქვამს, ვის უნდა გაადაბაროს ათასობით ექსპონატისგან შემდგარი ფონდი ან რა ბედი ელის იმ კვლევით პროექტებს, რომლებიც უკვე დაფინანსებულია და რომელიც მას მუზეუმის სხვა, ასევე გათავისუფლებულ თანამშრომლებთან და უცხოელ კოლეგებთან ერთად უნდა განეხორციელებინა.
ეპიზოდები
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე