Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შემთხვევით ხომ არ მომკლავდით?" -  შსს-სთან აქცია გაიმართა


"გირჩი-მეტი თავისუფლების" აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
"გირჩი-მეტი თავისუფლების" აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

პოლიტიკურმა პარტიამ, "გირჩი - მეტი თავისუფლება", თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია გამართა და გააპროტესტა რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა კაცის მოკვლა. გამოძიების ვერსიით, 30 წლის კაცი პოლიციელის ტყვიამ მაშინ იმსხვერპლა, როცა მის დაკავებას ცდილობდა.

"მე მხოლოდ ოთხფეხა ძაღლებს ვენდობი"; "პოლიციელი პოლიციელის ტყავს არ დაგლეჯს"; "ვის უნდა მიმართო, როცა პოლიციელი მკვლელია"; "გადი, ძაღლო, იქით"; "შემთხვევით ხომ არ მომკლავდით?" - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ ხელში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილ მოქალაქეებს.

18 აპრილს, საღამოს, წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელის ტყვიამ ახალგაზრდა კაცი მოკლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კაცი, რომლის დაკავებასაც პოლიციელი ცდილობდა, იმ ქუჩაზე ნარკოტიკული საშუალების ასაღებად მივიდა.

"მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა", - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დეტექტივი დააკავეს.

XS
SM
MD
LG