Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ჯაში: ეს არ არის კულტურა, ეს არის დაბალი დონის საქციელი


კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში ერთ-ერთი პირველი ხელოვანი იყო, რომელიც მისი ბოლო ფილმით კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დახურულ კარს მიღმა განხილვების თემად აქცია: მინისტრს არ მოსწონს ფილმი მდიდარ და ძლევამოსილ კაცზე, რომელიც ხეებს თავის წალკოტში ყველა შესაძლო გზით ეზიდება. არც ის, რომ ამ ფილმის გადაღება სახელმწიფომ დააფინანსა.

თეა წულუკიანის უკმაყოფილება კინოსექტორში არსებული მდგომარეობით 14 მარტს, კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის გათავისუფლებით გამოიხატა. კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ფიქრობენ რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ინსტიტუციის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა.

რადიო თავისუფლებას სალომე თავის ფილმის გამოხმაურებებსა და დირექტორის გარეშე დარჩენილი კინოცენტრის გამოწვევებზე ესაუბრა.

XS
SM
MD
LG