28 იანვარს ერთი წელი გადის, რაც სასამართლომ დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა “კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ამ დროის განმავლობაში ივერი მელაშვილს არაერთხელ დაესხნენ თავს მაღაზიებში, დავით-გარეჯის სიახლოვეს, ის გახდა დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუქმდა ის სამსახური, რომელშიც არაერთი წელი მუშაობდა და როგორც თვითონ ამბობს, “უსაშველოდ გაიწელა” პროცესი, რომლის გამამართლებელი განაჩენის იმედადაც ცხოვრობს.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში