მიხელ სააკაშვილის შიმშილობიდან ოცდამეერთე დღეს, მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისში და თითქმის ყოველდღე ნახულობს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რადიო თავისუფლებას ციხეში მყოფი სააკაშვილის მდგომარეობაზე უყვება. სააკაშვილი მთელ დროს თავის საკანში ატარებს, რომლის ერთი ფანჯარაც ციხის ეზოში გადის, ჰაერზე არ სეირნობს, რადგან მისი თქმით, ცას გისოსები ფარავს. ძირითადად ზის და წერს. წონაში დაიკლო, თუმცა როგორც მისი ექიმი ამბობს, თავს მხნედ გრძნობს. ფიზიკურად, მისი ჯანმრთელობის სურათი დროდადრო იმის მიხედვით იცვლება, თუ როგორია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სააკაშვილს არა აქვს ტელეფონი. ხანდახან უყურებს ტელევიზორს. სვამს წყალს და ჩაის. რამდენიმე დღის წინ ის ვიტამინების მიღებასაც დათანხმდა. ნიკოლოზ ყიფშიძე გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობას გააგრძელებს მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იქნება.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს