„ეზო“ - რესტორანი ძველ თბილისში, რომელიც ბოლო ხუთი წელია განსხვავებული გემოვნების, პროფესიის, შეხედულებების და ეროვნების ადამიანებს უყრიდა თავის თავის სივრცეში - Covid 19-ის პანდემიის დაწყებამდე ახალ ცხოვრებას იწყებდა - განახლებული მიდგომებით და მენეჯმენტით, დიდი გეგმებით. მაგრამ პანდემია დაიწყო და „ეზოც“ დაიკეტა - ეს მოხდა გაზაფხულზე, როცა რესტორნების სეზონი იხსნება და ზამთარში დაგროვილი ვალების გადახდის იმედი ჩნდება. „ეზოს“ დამფუძნებლები გიორგი და ქრისტო კიდევ ორ მეპატრონესთან ერთად შემოსავლის გარეშე დარჩნენ და იმაზე ფიქრი დაიწყეს, როგორ გადაერჩინათ თავიანთი ბიზნესი. 7 ივნისს რესტორნები იხსნება, თუმცა ღირს კი ნაჩქარევად გააღონ „ეზოს“ ჭიშკარი კარგად დაგეგმვის გარეშე? ივლის ხალხი „ეზოში“? სესხი რომ აიღონ და პანდემიის მეორე ტალღა დაეწიოთ? გიო, ქრისტო, ნატო და დადა ამ ბჭობაში არიან. თვითიზოლაციაში ცხოვრებამ მეტი ფიქრის დრო გააჩინა, ერთად ყოფნის და სირთულეებზე ლაპარაკის შესაძლებლობაც. ამ სერიაში თქვენ ნახავთ როგორ უმკლავდებოდნენ ერთი არცთუ დიდი რესტორნის მფლობელები მოულოდნელ კრიზისს, რომლის წინაშეც ისინი კორონავირუსის პანდემიამ დააყენა და დაველოდებით, რა გზას იპოვიან, რომ „ეზო“ დაბრუნდეს.
სანამ „ეზო“ დაკეტილია
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 04, 2025
რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან
-
სექტემბერი 16, 2025
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?