შალვა შავგულიძე: ამომრჩევლის აქტივობის მატების შემთხვევაში, გამარჯვების დიდი შანსი მაქვს
9 ივნისს თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვლადიმერ კახაძე და „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან. "ჩემი პროფესიაა ამ შემთხვევაში უპირატესობა ვლადიმერ კახაძესთან", - გვითხრა ინტერვიუში შალვა შავგულიძემ. ნახეთ რას ფიქრობს იგი თავის შანსებზე, პოლიტიკური ოპონენტების მიერ წარმოებულ ანტიკამპანიაზე, პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მთაწმინდის ოლქში მისი ყოფილი ოპოზიციონერი კონკურენტების განზე გადგომის მიზეზებზე და სხვა. რადიო თავისუფლებამ ინტერვიუს თხოვნით ვლადიმერ კახაძესაც მიმართა.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 12, 2025გაცოცხლებული ადამიანები თამარ მამალაძის უნიკალური ჩანაწერებიდან
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი