მალხაზ მაჩალიკაშვილი დეპუტატების პასუხებს დაელოდება
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების წერილობით პასუხებს დაელოდება. 5 თებერვალს მალხაზ მაჩალიკაშვილმა წერილები პარლამენტის 150-ვე წევრს ცალ-ცალკე გაუგზავნა. ტექსტი ყველასათვის ერთნაირია. მალხაზ მაჩალიკაშვილს აინტერესებს, რას ფიქრობს თითოეული დეპუტატი - უჭერს თუ არა მხარს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის საზოგადოების ინფორმირების საშუალებაა. „ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, საქართველოში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს, რომ თემირლანი დამნაშავე კი არა, ეჭვმიტანილიც კი არ ყოფილა“ - უთხრა მაჩალიკაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ეპიზოდები
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი