Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ხუხაშვილი: რევოლუციურ სცენარს არ ველი, მაგრამ ეს პოლიტტექნოლოგიურად სწორი ნაბიჯია


„წარუმატებლობის შემდეგ, ოპოზიციას, შესაძლოა, ამომრჩევლის დიდი ნაწილი შემოეფანტოს, მათ შენარჩუნებას კი ოპტიმისტური დინამიკა სჭირდება, რითიც ოპოზიციის ლიდერები ახლა არიან კიდეც დაკავებულები“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 800 000 ამომრჩეველი დიდი ხანია არ ჰყოლია - ამ ადამიანებში საბრძოლო სულის შენარჩუნება, იმისთვის, რომ მხარდამჭერთა საკმაოდ გამსხვილებული სისტემა არ ჩამოიშალოს, დღეს მათი მთავარი ამოცანაა.

„ოპოზიციას დღეს ძალიან დინამიკური დღისწესრიგი სჭირდება. ეს ხალხი სულ რაღაც ცვლილებების მოლოდინში უნდა ჰყავდეთ. საამისოდ, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა საუკეთესო თემაა. მე არაფერს რევოლუციურს არ ველოდები, მაგრამ პოლიტექნოლოგიურად ეს სწორი ნაბიჯია“, - უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას.

გაერთიანების, "ძალა ერთობაშია"კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 29 ნოემბერს განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. ვაშაძის ამ განცხადებას ფილარმონიაში შეკრებილებმა ხმამაღალი მხარდაჭერა გამოუცხადეს. ვაშაძის თქმით, არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს და მათ საერთაშორისო ორგანიზაციები გაუწევენ მეთვალყურეობას.

XS
SM
MD
LG