გოტა ჭანტურიას გზის გადაკეტვის გამო ჯარიმები გამოწერილია ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრებამდე, ანუ იმ დროს, როცა ჯარიმებს შსს წერდა და სანამ გზის გადაკეტვაზე სასჯელი პატიმრობა გახდებოდა.
მან ათობით ჯარიმა ჯერ შსს-ში, შემდეგ კი სასამართლოში გაასაჩივრა.
მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლეებმა საქმეები არ გააერთიანეს და ცალ-ცალკე განიხილავენ. პირველი გადაწყვეტილება მანუჩარ ცაცუამ 18 ნოემბერს მიიღო, 49 ჯარიმა 5 000-ზე გაამრავლა და აქტივისტი სამართალდამრღვევად ცნო.
კობა ჩაგუნავა გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ამ პრაქტიკით სხვა მოსამართლეებიც დააკისრებენ გოტა ჭანტურიას ჯარიმებს.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2025 წლისთვის კაცებისთვის საშუალო ხელფასი 2 601 ლარია - იმისათვის, რომ გოტა ჭანტურიამ მოსამართლე ცაცუას მიერ მისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდა შეძლოს, 7 წლის და 10 თვის განმავლობაში უნდა იმუშაოს ისე, რომ ხელფასიდან არცერთი თეთრი არ დახარჯოს.
იმ შემთხვევაში, თუ ხელფასის 50%-ს დახარჯავს და მეორე ნახევარს ჯარიმების გადასახდელად შეაგროვებს, ჯარიმებისთვის 15 წლისა და 7 თვის ხელფასი დასჭირდება.
გოტა ჭანტურია სამი მცირეწლოვანი შვილის მამაა.
ფორუმი