კრწანისელები სოფლის დატბორვას ავტობანსა და ხელისუფლებას აბრალებენ
სტიქიაგადატანილ სოფელ კრწანისში, რომელიც თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს ემიჯნება და გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, 23 ივლისს, დილიდან, სალიკვიდაცია სამუშაოები დაიწყეს. მაგისტრალის გასწვრივ არსებულ სარწყავ და სადრენაჟო თხრილებს იაღლუჯის მთის ფერდობებიდან წყალთან ერთად წამოსული ქვიშა-მიწისგან წმენდენ, აფართოებენ და აღრმავებენ სპეციალური სამშენებლო ტექნიკით. სამუშაოებს აწარმოებს საგზაო დეპარტამენტი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვა ქვეუწყებები, ხოლო გვარიანად დაზიანებულ ელექტროგაყვანილობის სისტემას კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია" აღადგენს, სალიკვიდაციო სამუშაოებში მოინაწილოებს მუნიციპალური განვითარების ფონდიც. სოფელს, სადაც დაახლოებით 20 საცხოვრებელი სახლი დგას, სტიქია 22 ივლისის საღამოს დაატყდა. მაშველებმა 11 ოჯახი სამშვიდობოს უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა კრწანისელებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგათ.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს