პარლამენტმა დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვა
საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის, საყოველთაო საჯარო განხილვებისა და ვენეციის კომისიისგან რეკომენდაციების მიღების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა 21 ივნისს დაიწყო კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განხილვა. რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ გამოაცხადა, პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ. მის ამ გადაწყვეტილებაზე არ უმოქმედია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე პარლამენტისთვის გაგზავნილ უარს. ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კონსტიტუციონალისტები ლაპარაკობენ საფრთხეებზე, რომლებიც თან ახლავს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ნაჩქარევ რეჟიმში განხილვას.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს