ქსნის კოლონიაში დაძაბულობა გრძელდება
ქსნის კოლონიაში პატიმრების აქცია ისევ გრძელდება. ისინი ციხის უფროსის, ნუკრი ხუხუას, გადაყენებას ითხოვენ. მათი თქმით, ხუხუა წარსულში პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებოდა. ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე პატიმრების ახლობლები არიან შეკრებილები. პატიმრები აცხადებენ, რომ 30-მდე მსჯავრდებულმა, პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერა - ისინი ციხის უფროსის გადაყენებასა და სათანადო სამედიცინო მომსახურებას ითხოვენ. კოლონიასთან შეკრებილი ახლობლები პატიმრებს სოლიდარობას უცხადებენ და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე დაშლას არ აპირებენ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ციხეში სიმშვიდეა, თუმცა ყოფილი ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ბერკეტებს იყენებს, რათა სიტუაცია გარედან არიოს. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში შსს ვითარებას კანონის შესაბამისი ფორმებით - მათ შორის, სპეცრაზმის მეშვეობითაც - დაარეგულირებს.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 12, 2025გაცოცხლებული ადამიანები თამარ მამალაძის უნიკალური ჩანაწერებიდან
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი