მდივნად - ლეიბორისტი ზურაბ ჟვანია. ერთი სიტყვით, თანამდებობები საკრებულოში “ნაციონალურ მოძრაობა - დემოკრატიულ ფრონტსა” და ლეიბორისტებს შორის გადანაწილდა. თბილისის საკრებულო მუშაობას შეუდგა, უზენაეს სასამართლოში კი შესულია ახალი სასარჩელო განცხადებები. ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 1 ნოემბერს დამტკიცებული ოქმის შეჩერებას მოითხოვენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამჯერად 2 პარტია უჩივის - სახალხო და სოციალისტური პარტია. ვინაიდან ადგილობრივი არჩევნების თბილისის შედეგების ხელახლა გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ 397 უბნიდან ამომრჩეველთა ძირითადი სიები 325 უბანზე მოქმედებდა და არც ერთ მათგანს არ გააჩნდა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერა, ვინაიდან 130 უბანზე გამოვლინდა ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტები და სხვა უხეში დარღვევები, ცნეტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი თბილისის შედეგები გამოვლენილ უხეშ დარღვევებზე რეაგირების გარეშე დაამტკიცა, სასამართლოს წინაშე დგას საკითხი – განიხილოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 1 ნოემბერს დამტკიცებული ოქმის შეჩერების მოთხოვნა. თუ სასამართლო მოსარჩლე მხარეების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, თბილისის საკრებულოს ამოქმედებით შექმნილი ეიფორია გაიფანტება. ვნახოთ. მანამდე კი, 4 ნოემბერს, დედაქალაქის საკრებულოს პირველ სხდომასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის შენობაში და შენობის გარეთ მოვლენები ასე ვითარდებოდა:
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე პირველი დაპირისპირება “ახალ მემარჯვენეებსა” და ნაციონალებს შორის მოხდა. საკრებულოს წევრმა ლევან გაჩეჩილაძემ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მიხეილ სააკაშვილსა და თბილისის საკრებულოში გასულ სხვა პარლამენტარებს მოუწოდა დაეტოვებინათ პარლამენტის წევრის მანდატები. მოწოდების არსი ის იყო, რომ პარლამენტის წევრებს საკრებულოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ. “ახლების” მოწოდებას დეპუტატები არ აჰყვნენ. ამას გარდა, დაპირისპირების მოტივი გახდა ისიც, რომ სამანდატო კომისია, ძირითადად, ლეიბორისტებისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისგან იყო დაკომპლექტებული. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, “ახალმა მემარჯვენებმა”, აგრეთვე “აღორძინებისა” და “მრეწველების” წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარისა და მდივნის არჩევის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და საკრებულოს სხდომა მიატოვეს. კენჭისყრა მათ გარეშე ჩატარდა. მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯომარე 27 ხმით გახდა.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ეს არის ედუარდ შევარდნაძის დიდი მარცხი. ჩვენ დავიწყებთ დედაქალაქის განთავისუფლებას ედუარდ შევარდნაძის რეჟიმისგან. შემდეგ - საქართველოს განთავისუფლებას.”
პარლამენტის წევრებმა გიორგი ბარამიძემ და ელენე თევდორაძემ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების შემდეგ მოიხსნეს და ამ კენჭისყრის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განმარტა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ შევარდნაძის დაკვეთით, სოციალისტური პარტია ცდილობს შეაჩეროს საკრებულოს უფლებამოსილება. დღეს მერიასთან მოვიდნენ თბილისელები და არ შემოუშვეს შენობაში სოციალისტები.”
თბილისელებს, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები წარმოადგენდნენ, მერიის შენობა ბლოკირებული ჰქონდათ. ამ არაფორმალურმა დაცვამ მერიის შენობაში შესვლაზე მეც კატეგორიული უარი მითხრა. ნებართვა საქმეში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ჩარევის შემდეგ მივიღე.