პრეზიდენტის დასაყრდენი ძალები ამ კავშირის განახლების აუცილებლობაზე საუბრობენ და პარტიის თავმჯდომარის ვაკანსიას სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს სთავაზობენ. თავმჯდომარე ივნისის ბოლოს პარტიის ყრილობაზე უნდა აირჩიონ. როგორც ჩანს, “მოქალაქეთა კავშირს” სახელისუფლებო პარტიად რეანიმაციას უპირებენ.
წლების წინ დიდი ზარ -ზეიმით შექმნილი მმართველი პარტიისგან დარჩა ის, რასაც დღევანდელი “მოქალაქეთა კავშირი” წარმოადგენს – დასუსტებული, არაპოპულარული ძალა, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში მწარე დამარცხება იგემა. პრეზიდენტის დასაყრდენ ძალად შექმნილმა პარტიამ, რომელსაც ხელისუფლებაში დიდხანს დარჩენას უწინასწარმეტყველებდნენ, თბილისის საკრებულოში ვერც ერთი წევრი ვერ შეიყვანა.
2 ივნისის არჩევნების შედეგებით, “მოქალაქეთა კავშირი” წარსულის პარტიად მიიჩნიეს, თუმცა, შესაძლოა, ცოტა ნაადრევად. ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და, შესაძლოა, “მოქალაქეთა კავშირის” მკვდრეთით აღდგენის მოწმენიც გავხდეთ. იოლი შესაძლებელია, ამ პარტიამ პოზიცია ისევ გაიმყაროს, ყოველ შემთხვევაში, რამდენადმე მაინც. ედუარდ შევარდნაძე არ ფიქრობს, რომ “მოქალაქეთა კავშირმა” თავისი შესაძლებლობები ამოწურა. ის ამ პარტიის რიგით წევრად რჩება და აცხადებს, რომ ახლო მომავალში განახლებულ “მოქალაქეთა კავშირთან ”მოუწევს თანამშრომლობა. პარტიის განახლების აუცილებლობაზე მსჯელობა პირადად პრეზიდენტთან შედგა. როგორც ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუში განმარტა:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ამ რამდენიმე დღის წინ, მართლაც, იყო მსჯელობა “მოქალაქეთა კავშირის” განახლებაზე. ამ მსჯელობას მეც ვესწრებოდი. გამოითქვა საინტერესო წინადადებები. საუბარია პარტიის განახლებაზე და, ამ მხრივ, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ყრილობაზე. მე ვადასტურებ, რომ ვრჩები “მოქალაქეთა კავშირის” რიგით წევრად და სიამოვნებით ვითანამშრომლებ ამ პარტიასთან, ისევე როგორც სხვა პატრიოტულ ძალებთან.”
“მოქალაქეთა კავშირის” განახლების აუცილებლობაზე პრეზიდენტს იმ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები ესაუბრნენ, რომლებმაც პრეზიდენტის დასაყრდენი ახალი საპარლამენტო კოალიციის შექმნა გადაწყვიტეს.
ვარაუდობენ, რომ ეს კოალიცია ახლოსაც ვერ მივა ისეთ მასშტაბებთან, როგორიც პრეზიდენტის ბოლოდროინდელ საპარლამენტო უმრავლესობას გააჩნდა. ასეა თუ ისე, ახალი კოალიციის შექმნა “მოქალაქეთა კავშირის” განახლების დასაწყისი უნდა იყოს, ხოლო რაც შეეხება ყრილობას, რომელზეც, პრეზიდენტის მინიშნებით, ბევრი რამ არის დამოკიდებული, ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ, შესაძლოა, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე აირჩიოს. სხვა კანდიდატურა ჯერჯეობით არც სახელდება. ავთანდილ ჯორბენაძისგან პარტიული ლიდერის შექმნა კი “მოქალაქეთა კავშირის” სახელისუფლებო პარტიად რეანიმაციის აშკარა მცდელობა იქნება, თუმცა არცთუ დიდი ხნის წინ პრეზიდენტი მმართველ პარტიას საბჭოთა კავშირის გადმონაშთად მიიჩნევდა.
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “თავიდანვე მაღიზიანებდა გამოთქმა მმართველი ძალა, მმართველი პარტია. საბჭოთა პერიოდში, ტოტალიტარიზმის დროს შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ერთი პარტია და ესეც ამის გადმონაშთს ჰგავდა. მაგრამ მარტო სიტყვებში არ არის საქმე. ბევრი მმართველ პარტიას მხოლოდ თანამდებობების მოპოვებისთვის იყენებდა.”
ასეთი იყო ედუარდ შევარდნაძის აზრი სახელისუფლებო, ანუ მმართველ, პარტიასთან დაკავშირებით მაშინ, როცა მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.