მაკა ჩიჩუა: რომ მკითხო მინდა თუ არა რამის შეცვლა, არაფრის, საზოგადოების დამოკიდებულების გარდა
მაკა ჩიჩუას 5 წლის წინ აღმოჩნდა დაუნის სინდრომთან მჭიდროდ დაკავშირებული. ყოფილი პირველი ლედის მეორე შვილი დაუნის სინდრომით დაიბადა. " რომ მითხრა რა გინდა შეცვალო, არაფერი მინდა შევცვალო, გარდა საზოგადოების დამოკიდებულებისა. " - გვითხრა მაკა ჩიჩუამ, რომელიც დაუნის სინდრომის ასოციაციის საპატიო წევრიცაა. "პრობლემური იცით რა არის, ოჯახებში პირველი კითხვა რაც ჩნდება: ოჯახი ხომ არ დამენგრევა და ძალიან ბევრია ასეთი მართლაც. ჩვენ პატრიარქალურ სამყაროში ვცხოვრობთ მაინც და მამები გარბიან ხშირად და დედის ამარა ტოვებენ ბავშვებს. ყველას ვეუბნები, რომ ეს არ არის ისეთი პრობლემა. პირიქით, აქ შეიძლება მოძებნო ბევრად მეტი დადებითი შედეგები, ვიდრე ამის წარმოდგენა შესაძლებელია. ამას ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ," - გვიყვება ყოფილი პირველი ლედი. 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 04, 2025
რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან
-
სექტემბერი 16, 2025
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?