Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
22:57 16.3.2020

მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება, - იტყობინება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხიმგებლობა.

წაიკითხე მეტი

22:59 16.3.2020

კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს - კიდევ რა ვიცით და არ ვიცით

  • ბევრს ჰგონია, რომ კორონავირუსის ინფექცია შეიძლება ქუჩაში სიარულისას, ჰაერიდან შეგვეყაროს. ეს ასე არ არის.
  • კორონავირუსს ვერ დავამარცხებთ 95%-იანი სპირტით და პირიქით - სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ მას;
  • ყველა, ვისაც ახველებს, კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.

რადიო თავისუფლება გთავაზობთ დასაბუთებულ სიმართლეს ექიმების განმარტებებზე და საერთაშორისო ორგანიზაციების (WHO, CDC) რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

წაიკითხე მეტი

23:13 16.3.2020

როგორ იცავს პერსონალი კორონავირუსისგან დაცვის წესებს?

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო კაფეების, რესტორნებისა და ბარებისთვის რეკომენდაციის გაცემა, რომ დროებით შეზღუდონ მომხმარებლების უშუალო მომსახურება და მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისი ამუშაონ.

მომსახურების სფეროს სხვა ობიექტებისა და მათი პერსონალისთვის კონკრეტული რეკომენდაციები ან შეზღუდვები მთავრობას ჯერ არ გამოუცხადებია.

წაიკითხე მეტი

10:59 17.3.2020

საქართველში კორონავირუსის 34-ე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განმარტა, ეს პაციენტი მანამდე კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის "კონტაქტია".

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG