„ელჯერნონი სამიზნე უჯრაშია“ – ახალგაზრდა გამომგონებლები NASA-ში მიდიან
2019 წლის „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ გამარჯვებული გახდა სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“. გამარჯვებული გუნდი ზაფხულში აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ცენტრის სასწავლო პროგრამაში. გამარჯვებულმა ხუთეულმა, სოფიო ჩიხლაძემ, მარიამ გამრეკელაშვილმა, ალექსანდრე ქაჯაიამ, გიორგი რიგიშვილმა და იონა იობიძემ, კონკურსზე წარადგინეს პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი“. გამოგონების დახმარებით მოწმდება თუ რა გავლენას ახდენს მეხსიერებაზე ახალი მედიკამენტი, საკვები და ა.შ. გამარჯვებული პროექტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელის, დავით სონღულაშვილის კურატორობით შეიქმნა.
ეპიზოდები
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი