Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვა

ნასტასია არაბულის პოდკასტი პოლიტიკაზე, კულტურაზე, აქტიურ მოქალაქეებსა და მნიშვნელოვან პროცესებზე. პოდკასტს აქ და youtube-ზე შეგიძლიათ მოუსმინოთ ყოველ ოთხშაბათს

"მეც ჩავიცმევ, ჩემი ჯგუფელებიც, ოღონდ პოლიციისას. მამაცები, ძლიერები და სამშობლოს ერთგულები ვიქნებით ჩვენც. თუ არა და, ფორმას გავიხდით. სხვანაირად არ შეიძლება!" - წერდა 2015 წელს პოლიციის აკადემიის სტუდენტი თამთა რეხვიაშვილი თავისუფლების დღიურებში.

2024 წლის მაისში მან მართლაც გაიხადა პოლიციის ფორმა და უარი თქვა უფროს გამომძიებლად მუშაობის გაგრძელებაზე - ამ დროს პარლამენტში მეორედ მობრუნებულ “რუსულ კანონად” წოდებულ “აგენტების კანონს” იღებდა, საზოგადოება კი პროტესტის ნიშნად ქუჩაში იდგა.

ეს არის პირველი შემთხვევა მას შემდეგ, როცა საჯაროდ ლაპარაკობს მედიასთან თავის გამოცდილებაზე, სისტემასა და პროტესტზე.

XS
SM
MD
LG