„შავი ზღვა, ვიტყოდი, გარკვეულწილად უყურადღებოდ იყო დატოვებული – როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში“, - ამბობს დოქტორი ფრედერიკ სტარი, ევრაზიის საკითხების მკვლევარი. მან აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას შავ ზღვას ვაშინგტონის „სტრატეგიული გადააზრების“ ცენტრალური ელემენტი უწოდა.
ოქტომბრის დასაწყისში აფხაზეთში, გალის რაიონში, მასწავლებლების საწინააღმდეგო კამპანია აგორდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთ სკოლაში "ჯაშუშობაში" ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული ახალგაზრდებისთვის პირადად და „შვილის“ ეპიზოდის გადაღებისას არაერთხელ მიკითხავს, რატომ გადაწყვიტეს ცხოვრება იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს? ნუთუ არ გააჩნიათ ამის გამო უხერხულობის გრძნობა?
აფხაზეთში ტურისტული სეზონი სკანდალით დაიწყო. კვირაზე მეტია სოციალურ ქსელში ადგილობრივები და რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს ედავებიან. აფხაზებს ღარიბი რუსი ტურისტები „არ აწყობთ“, რუსებს - მოუწყობელი აფხაზეთი.
საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, საქართველოში 3 914 000 ადამიანი ცხოვრობს.
საქართველოს პარლამენტში შესულია საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვით, ყველა უმაღლეს სასწავლებელში, სახელმწიფოშიც და კერძოშიც, ბაკალავრიატის საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო უნდა გახდეს.
2024 წლის დემოგრაფიული მონაცემები ადრინდელზე შემაშფოთებელია.
„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ ბრალდებით დაყადაღებული საქველმოქმედო ფონდების გაჩერება მხოლოდ აქციების მონაწილეებს არ შეეხებათ. ამ ფონდების ნაწილი დემონსტრანტების გარდა, ჯანმრთელობის პრობლემებისა და ფინანსური სირთულეების მქონეებსაც ეხმარებოდა.
თავდაცვის სამინისტროდან თანამშრომლებს სამსახურიდან უშვებენ, რეორგანიზაციის საფუძვლით. როგორც ირკვევა, 11 მარტიდან გათავისუფლებულთა დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერ პეტიციაზე. მათ უმრავლესობას ცოდნა მიღებული აქვს აშშ-ისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში.
დეკემბრის ბოლოს, აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავს, სავარაუდოდ, ბომბის ნამსხვრევი მოხვდა, რის გამოც ავარიულად დაჯდომა მოუწია. 38 მგზავრი ვერ გადარჩა. იმ მიმართულებით, სადაც კატასტროფა მოხდა, საქართველოდანაც არაერთი რეისი სრულდება.
🔸სოფელ კონჭკათში სახურავის გაწმენდისას შუახნის მამაკაცი დაიღუპა. შრომაში ახალგაზრდა კაცი დაშავდა. 🔸აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის მაღალმთიანი სოფლების დიდი ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. 🔸გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უამინდობა 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ჩამოტვირთე მეტი