რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.
რუსეთში ვლადიმირ პუტინის გადადგომა უკვე 70-მა მუნიციპალურმა დეპუტატმა მოითხოვა. კრემლი მათ ჯარიმებითა და გადაყენების მუქარით პასუხობს.
უკრაინელ ჯარისკაცებს ხარკოვის ოლქში, გათავისუფლებულ იზიუმში ასეულობით საფლავი დახვდათ. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა ხდებოდა ქალაქში 6-თვიანი ოკუპაციის დროს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, “სპეცოპერაციას” უკრაინაში 1351 რუსი სამხედრო ემსხვერპლა. მონაცემები 25 მარტის შემდეგ აღარ განახლებულა. სულ ახლახან, სავარაუდოდ, ფინანსთა სამინისტროდან გამოჟონილი საბუთებიდან ირკვევა, რომ დაღუპულთა რიცხვი თითქმის 50 ათასს აღწევს.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის კონტრშეტევამ იმდენად დაასუსტა რუსეთი, რომ საჭიროების შემთხვევაში იგი ვეღარ გაუწევს წინააღმდეგობას ნატოს.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის კონტრშეტევამ ხარკოვის ოლქში დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის თავდაცვით პოტენციალს. უკრაინის შეფასებით, ეს მოწინააღმდეგის "ყველაზე დიდი მარცხია ომის დაწყების დღიდან”. ახლა კრემლი მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, უკრაინა კი - აღარ.
რუსი უფლებადამცველების თქმით, კრემლმა უკრაინაში საომრად, სულ ცოტა, რამდენიმე ათასი პატიმარი გააგზავნა. უმრავლესობას დაჰპირდნენ ამნისტიას და დიდ ანაზღაურებას. ზოგის დასაბრუნებლად ოჯახები იბრძვიან, მაგრამ ბევრისთვის 200 ათასი რუბლი (12 ათასი ლარი) კარგი გასამრჯელოა შვილის ომში გაშვების სანაცვლოდ.
თუ კრემლი ამბობს, რომ თქვენს ქვეყანაში რუსულენოვანი მოსახლეობა დაცული არაა, მაშინ საქმე სანერვიულოდაა. საქართველოსა და უკრაინაში ეს საკუთარ ტყავზე გამოცადეს. ვლადიმირ პუტინი უფლებას იტოვებს შეიჭრას ყველგან, სადაც ადამიანები რუსულად ლაპარაკობენ. ასეთი ქვეყანა კი ძალიან ბევრია.
შვიდივე ნავთობ-გაზის კომპანიებთან იყო კავშირში: ოთხი სახელმწიფო კორპორაცია “გაზპრომთან”, ორი “ლუკოილთან“. ოფიციალური ვერსიით, ერთი ბიზნესმენი “გომბეშოს შხამმა” შეიწირა, ერთი მოკლეს, დანარჩენებმა კი “თავი მოიკლეს”.
რუსეთის ათიათასობით მოქალაქის ჩამოსვლამ საქართველოში ქირის ფასები ცაში ატყორცნა. ამის გამო ბევრი ახალგაზრდა ბინას თვეობით ეძებს. პრობლემა არა მხოლოდ სიძვირესა და ცუდ პირობებშია - თუ თქვენი კანის ფერი თეთრი არაა, საცხოვრებლის პოვნა კიდევ უფრო გაგიჭირდებათ.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა 6 სექტემბერს, ბრიუსელში გაიმართება. საბჭო აკვირდება, როგორ ასრულებს საქართველო იმ ვალდებულებებს, რომელიც 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებით დაეკისრა. “რადიო თავისუფლების” ხელში აღმოჩნდა სხდომის სამუშაო დოკუმენტი.
რუსი ბლოგერის, მაქსიმ კაცის იუტუბარხი ინფორმაციის ალტერნატიული წყაროა მათთვის, ვისაც არ სჯერა კრემლის პროპაგანდის. ყოველდღე, თითქმის მილიონ-ნახევარ გამომწერს ის უყვება უკრაინაში მიმდინარე ომსა და სახელმწიფო მედიის ტყუილებზე.
16 აგვისტოს, „მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე” რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ომი დასავლეთს სჭირდება და მასში ჩაითრევს ყველას, ვინც არ დაეთანხმება. ვლადიმირ პუტინის სიტყვა იყო თითქმის 9-წუთიანი, გზავნილები - ნაცნობი.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ უფლებადამცველ ორგანიზაციას, Amnesty International (AI)-ს პროტესტის ნიშნად თანამშრომლები ტოვებენ. მიზეზი აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშია, სადაც წერია, რომ უკრაინის საბრძოლო ტაქტიკა ხიფათს უქმნის მის მშვიდობიან მოსახლეობას.
30 წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა, მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შევიდა, მაგრამ მთავრობის მეთაურების განცხადებებიდან ოპტიმიზმი მაინც არსად გამქრალა.
უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომური ელექტროსადგური ყველაზე მძლავრია ევროპაში. მარტიდან მოყოლებული, ბირთვულ რეაქტორს რუსი სამხედროები აკონტროლებენ და სამი კვირაა, მის სიახლოვეს ჭურვები ეცემა. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ, გაერო კი მათ მოუწოდებს, არ დაუშვან „ბირთვული კატასტროფა”.
რუსული ექსტრემისტული ორგანიზაცია “კაცური სახელმწიფო” რუსეთშიც კი აკრძალულია. მისი წევრები დიდი ხანია დევნიან სხვებს კანის ფერის, გენდერის, რელიგიის, სექსუალური იდენტობის თუ შეხედულებების გამო. მათი ბოლო სამიზნე თბილისური ბარი “დედაენაა”, რომელიც პუტინის მხარდამჭერებს არ უშვებს.
მთიან ყარაბაღში კვლავ ისვრიან. 3 ადამიანი დაიღუპა, 14 დაიჭრა. აზერბაიჯანმა ახალ სამხედრო ოპერაციას “შურისძიება” დაარქვა.
თვე-ნახევარია, საქართველომ 12-პუნქტიანი საშინაო დავალება მიიღო. თუ მას შეასრულებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება. ამისთვის ხელისუფლებას თავისი გეგმა აქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს - თავისი. კიდევ მესამე გეგმაზე მუშაობენ დიდი ოპოზიციური პარტიები.
2022 წელს უცხოეთში გატანილი ღვინის თითქმის 60 % რუსეთში გაიყიდა, საწვავის იმპორტი კი 280%-ით გაიზარდა. ჩრდილოელ მეზობელზე ეკონომიკური დამოკიდებულება სახიფათოა - წერენ კვლევის ავტორები. მოსკოვი ცნობილია იმით, რომ ეკონომიკას პოლიტიკური ზეწოლისთვის იყენებს.
ჩამოტვირთე მეტი